რამაზ ნიკოლაიშვილმა ბაქოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ნიკოლაიშვილმა აზერბაიჯანში, ბაქოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მიიღო მონაწილეობა.
აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისი) რიგგარეშე არჩევნები 9 თებერვალს გაიმართა. წინასწარი შედეგებით, მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ 125 მანდატიდან 65 მოიპოვა.
PABEC-ის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნების მიმდინარეობის გარემოსთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.