ნიკუშა მელნიკოვს, რომელმაც ქუჩის ძაღლი საკუთარი სვიტერით გაათბო, ქუთაისის უნივერსიტეტი სწავლას დაუფინანსებს
ნიკუშა მელნიკოვს, რომელიც ცხოველების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა, ქუთაისის უნივერსიტეტი ვეტერინარულ ფაკულტეტზე სწავლას დაუფინანსებს. სწავლის დაფინანსება ნიკუშამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინტერნეტ სივრცეში მისი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს რომ სიცივეში მან ძაღლს გასათბობად საკუთარი სვიტერი დაუთმო.
„ნიკუშა გამოირჩევა ძაღლების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით. როდესაც ინტერნეტში გავრცელდა მისი ვიდეო, ამან ჩვენზე ძალიან იმოქმედა და დავინტერესდით. პირად საუბარში აღმოჩნდა, რომ ვეტერინარულზე სწავლა სურდა. ჩვენც გაგვიჩნდა სურვილი, დავხმარებოდით და ქუთასის უნივერსიტეტი მას სწავლას უნივერსიტეტის პარტნიორ ევროპის უნივერსიტეტში დაუფინანსებს. ნიკუშა 50%-იანი დაფინასებით ისწავლის“, – აცხადებენ ქუთაისის უნივერსიტეტში.