ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება

ახლო მომავალში,ბაქოში, ეკონომიკის საკითხებში საქართველო-აზერბაიჯანის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართება.

როგორც თბილისში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, მომავალ სხდომაზე მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ ეტაპებზე იმსჯელებენ.
ნათია თურავას განმარტებით, დღევანდელ შეხვედრას თბილისში ერთგვარი მოსამზადებელი ხასიათი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები