საჩხერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

საჩხერის მუნიციპალიტეტში , ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების ზედა ორღულის, ქვედა ორღულის და ჩიხას მოსახლოებას შეხვდნენ.

თითოეულ სოფელში ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული პროექტებზე ისაუბრეს. ზედა ორღულის მოსახლეობამ ძირითად პრობლემად წმინდა ნიავის უბანში, გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა და ჩაიების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა დაასახელეს. ხმათა უმრავლესობით წმინდა ნიავის საუბნო გზის რეაბილიტაცია გადაწყდა, რომლისთვისაც 16 000 ლარია გამოყოფილია.

ქვედა ორღულში კი მოსახლეობამ ჭიღლაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა და ნადირაძეების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა მოითხოვა. ერთობლივი გადაწყვეტილებით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნადირაძეების საუბნო გზას, რომლისთვის ასევე, 16 000 ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება სოფელ ჩიხას, 4 პრობლემური საკითხი განიხილეს. ესენია,  საკრებულოსათან მცხოვრები იაკობაშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა, ციხისლების უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა, თემური ცუხიშვილის უბანში გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა და იაკობაშვილების უბანში საყრდენი კედნის რეაბილიტაცია. რომელთაგან უფრო პრიორიტეტული პირველი და მეორე საკითხი აღმოჩნდა. აღნიშნული პროექტებისთვის 20 000 ლარია გამოყოფილი.

ადგილობრივი ხელისუფლება საჩხერის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრებს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები