ახალქალაქში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ღადოლარში, ლომატურცხში, ბურნაშეთსა და აზავრეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი, მერიის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და დეპუტატები ესწრებოდნენ, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები