საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი ეწვია

საქართველოს დღეს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია,რომელსაც აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბბაროვი ხელმძღვანელობს.

დელეგაციაში შედიან აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტი რონნაგ აბდულაევი, “აზერბაიჯანის რკინიგზის” თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტი CJSC გენერალური დირექტორი ტალეხ ზიიადოვი.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ მინისტრთან გიორგი გახარიასთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან.
აზერბაიჯანული დელეგაცია გეგმავს შეხვედრებს საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანული კომპანიების წარმომადგენლებთან.

საქმიანი ვიზიტის დაწყებამდე აზერბაიჯანული დელეგაციის წევრება თბილისში ჰეიდარ ალიევის ძეგლი ყვავილებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები