გიგა ბოკერია: სააკაშვილის საქმეა რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტი პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე შტაბის გახსნას გეგმავს.
“მიხეილ სააკაშვილის საქმეა რა მოძრაობას ქმნის და რა კონტექსტში ჩაეწერება.
არ ვიცი საერთოდ რა ფორმატზეა ლაპარაკი. ერთ შტაბთან რატომ უნდა იყოს რაიმე თანამშრომლობა? პოლიტიკურ პარტიებს შორის თამაშის წესებზე შეთანხმების ფორმატი არის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრები და ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა შეიცვალოს ეს. ამის არანაირი საფუძვერლი არ არსებობს“,-განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას კარგი კოორდინაცი აქვსა, რაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ხდება ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ძალების ძალიან საქმიანი ურთიერთობა და ეს ფორმატი გაგრძელდება“, – განაცხადა ბოკერიამ.