თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე ხანძარია
თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე, სასაფლაოსთან ახლოს ხანძარია.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია.
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ამ დროისთვის 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.
მათივე ინფორმაციით, ცეცხლის სასაფლაოზე გავრცელების საშიშროება არ არის.