თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

“თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია”, – ამის შესახებ “კვირას” შსს-დან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის ქრობას ართულებდა ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ჩაქრობა.

“თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ იწვოდა ბუჩქები და ტყის ქვედა საფარი. შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. ხანძრის ქრობას, ასევე, ართულებდა ძლიერი ქარი, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ჩაქრობა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი დარჩება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები