ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ4-კმ28 მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ4-კმ28 მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვლი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ4-კმ28 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.