ასოცირების შეთანხმების ანგარიში: ერთიანი მიგრაციის ანალიტიკური სიტემის მიმართულებით პროგრესი შეინიშნება

“უვიზო მიმოსვლის კუთხით, საქართველო პრაქტიკულად აგრძელებს საჭირო ზომების მიღებას თავისი მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან და თავშესაფრების მოთხოვნასთან ბრძოლის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
ევროკავშირის ყოველწლიური სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ ანგარიშის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ევროკომისია, იუსტიციისა და საშინაო საქმეთა სააგენტოები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები უვიზო მიმოსვლის საკითხზე და საქართველოს მოქალაქეების არალეგალურ მიგრაციასთან და თავშესაფრების მოთხოვნასთან ბრძოლის კუთხით საჭირო ზომების მისაღებად ერთობლივად მუშაობენ.
​ანგარიშში აღნიშნულია 2019 წლის ივლისში, საქართველოსა და სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოს (Eurojust) შორის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფ და უსაფრთხო გაცვლას.
​როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო აგრძელებს მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას; დაწყებულია მსჯელობა 2020 წლის შემდგომი სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.
ასევე ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ დაასრულა 2019 წლის მიგრაციის პროფილი და შეინიშნება შემდგომი პროგრესი ერთიანი მიგრაციის ანალიტიკური სიტემის მიმართულებით (რომელიც ნაწილობრივ მოქმედია).
​ანგარიშის თანახმად, საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საზღვრის მართვის გაძლიერების მიმართულებით ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები