ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახელობასთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი სოფელ ანანურის, ციხისძირის, ავენისის და კადოეთის მოსახლეობას შეხვდა.

პროექტების შერჩევის მიზნით გამართულ საერთო კრებებზე, ზურაბ სეხნიაშვილმა პროგრამით დასაფინანსებელ კატეგორიებზე ისაუბრა და სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

პრიორიტეტები საერთო კრების წევრებმა ღია კენჭისყრის პრინციპით შეარჩიეს. სოფელ ანანურის, ავენისის და კადოეთის მოსახლეობამ, გაერთიანებული თანხით, სპორტული დარბაზის კეთილმოწყობა გადაწყვიტა, ხოლო სოფელ ციხისძირში მგზავრთა მოსაცდელების აშენება გადაწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები