როდემდე შენარჩუნდება საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები – სინოპტიკოსების პროგნოზი
“საქართველოში რთული მეტეოროლოგიური პირობები 11 თებერვლამდე იქნება შენარჩუნებული”, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარკვეულ ადგილებში შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტით გადაადგილება.
“ძლიერი ქარი, ზოგან ძლიერი თოვა, მაღალმთიან რეგიონებში ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
9-11 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად აცივდება. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -8 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.