განათლების მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივი კოლეჯის, ,,ახალი ტალღა“-ს, ხულოს ფილიალი დაათვალიერა
ხულოს მუნიციპალიტეტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სტუმრობდა.
მინისტრის მოადგილემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა“-ს ხულოს ფილიალი დაათვალიერა და კოლეჯში არსებულ სიტუაციას გაეცნო.
შეხვედრაზე ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად დაიგეგმა შემდგომი ურთიერთანამშრომლობა. მხარეებმა სამომავლოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.