თორნიკე რიჟვაძე საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს აბდულა ალ-მუტაირს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე, საინვესტიციო პოლიტიკაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ დონეზე.

2019 წელს საუდის არაბეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა აჭარაში 28,7%-ით გაიზარდა 2018 წელთან შედარებით. 2019 წლის ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით საუდის არაბეთიდან ხორციელდებოდა პირდაპირი ავიარეისები ბათუმი – ერ-რიადის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები