თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი ქსელში გადართვითი სამუშაოებია.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები