რომან გოცირიძე: ქართველმა ხალხმა სამართლიანი არჩევნების უფლება დაიმსახურა და ამას ვერავინ წაართმევს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ქართველი ხალხი სამართლიანი არჩევნების უფლებას იმსახურებს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას საერთაშორისო და შიდა ზეწოლის შედეგად დათმობაზე წასვლა მოუწევს.
“ქართველმა ხალხმა სამართლიანი არჩევნების უფლება დაიმსახურა და ამას ვერავინ წაართმევს. მოუწევთ, იძულებულები იქნებიან საერთაშორისო და შიდა ზეწოლის შედეგად დათმობაზე წავიდნენ. თუ გაჯიუტდებიან, მაშინ ეს პროტესტი რეგიონებში გაგრძელდება და არჩევნების პროცესში ჩამოშლილ-ჩამონგრეულები მივლენ. ნებისმიერი საარჩევნო სისტემით ხელისუფლების დატოვება მოუწევთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვს.