გურიაში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გურიაში, ჩოხატაურის კულტურის სახლში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გახსნეს.
“სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგიც აგრარულ სექტორში გაზრდილია წარმოება და რეალიზაციაა. სახელმწიფო პროექტებზე წვდომის გაზრდისთვის, აუცილებელია მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეწარმეებსა და ფერმერებს“, – განაცხადა გიორგი ჯიბლაძემ.
ზურაბ ნასარაიამ რეგიონში, სახელმწიფოს მიერ, ფერმერების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ასევე, იმ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რაც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობასთან დაკავშირებით არსებობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.