გორში ჩინური მაღაზიის მეპატრონეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა ქალაქის მასშტაბით არსებულ ტანსაცმლის მაღაზიებში,რომლის მეპატრონეები ჩინელები არიან, შეხვედრები გამართეს.

აღნიშნულ მაღაზიებში ძირითადად ჩინური პროდუქცია იყიდება.

პროფილაქტიკური სახის საინფორმაციო შეხვედრები, კორონა ვირუსთან დაკავშირებით არსებული სწორი ინფორმაციის გავრცელებასა და მომხმარებლისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად.

როგორც ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობაში პანიკის გავრცელებას შეუშლის ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები