მუხროვანის კადრები გაშიფრეს

“კოდური სიტყვა სამ ადამიანს ეხებოდა, ესენი იყვნენ: ამირიძე, კრიალაშვილი და ოთანაძე. გამორიცხულია, რომ „გრუს“ აგენტებს გულისხმობდნენ”

 მუხროვანის სპეცოპერაციის სკანდალური კადრები და კოდირებული ტექსტები სამხედრო ექსპერტებმა გაშიფრეს. მერაბიშვილის სკანდალური სიტყვების – „ორი გვამი მინდა – პრემია დიდიას“ – გარდა, აღმოჩნდა, რომ ვიდეო სხვა მნიშვნელოვან ფრაზებსაც შეიცავს. სამხედრო ხელმძღვანელების მიერ გაცემულ დავალებებს სხვადასხვაგვარად „კითხულობენ“ სამხედრო ექსპერტები, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და პარტიის მხარდამჭერები. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ვიდეოში გახმიანებული ფრაზები ერთი-ერთში ადასტურებს ვანო მერაბიშვილის ნათქვამს, რომ სპეცრაზმი მუხროვანში რუსული სპეცსამსახურის ორი თანამშრომლის გვამებს ეძებდა. ამავე პოზიციაზეა უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი გიგა ბოკერია. შეფასებებში უფრო ხისტი აღმოჩნდა სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი. მისი თქმით, ეს არათუ დანაშაულის ნიშნების შემცველი ვიდეომასალაა, არამედ წინასწარ გამიზნული დანაშაულებრივი სპეცოპერაციაა, რომელიც პოლიტიკური მიზნისთვის პიარს და საზოგადოებისა და ოპოზიციის 1615258_642251779145588_642628668_n (1)დაშინებას ისახავდა მიზნად. „გენერალ დავით ნაირაშვილის ფრაზა, როცა ის ხელქვეითებს ეუბნება: „ორ – ორი მეტრის დაშორებით იარეთ“, და მეორე ფრაზა, სადაც ამბობს: “უნდა გაწმინდოთ, ხალხო”,- სულაც არ ნიშნავს, რომ აქ ისინი ნაღმებს ეძებდნენ. იქ არ იყვნენ გამნაღმველები და არც ვარაუდობდნენ, რომ სამხედროებს შეიძლება ნაღმები ჰქონოდათ. დავით ნაირაშვილი არ არის იმ მიმართულების და იმ სახეობის სპეციალისტი, რომ ნაღმები ეძებნა. ის მფრინავია. ეს ოპერაცია  წინასწარ დაგეგმილი იყო. აქ იყო გვამებისგან ტერიტორიის გაწმენდაზე მითითება. შემდეგი ფრაზა, სადაც ამბობს: “სამნი უნდა იყვნენ. ჰაერიდან, თუ მინდორი არ არის, ვერაფერს ვერ დაინახავ. უბრალოდ უნდა იცოდე, რა გადასასვლელები არის ჩასაკეტი”.
ეს არის კოდური საუბარი, სადაც ლაპარაკობენ ამ სამ ადამიანზე. ეს სამნი იყვნენ: ამირიძე, კრიალაშვილი და ოთანაძე. საერთოდ გამოვრიცხავ, რომ იქ თითქოსდა, „გრუს“ აგენტებზე იყო საუბარი. ეს ვერსია მთლიანად მერაბიშვილის მოგონილი ამბავია. მათ უნდოდათ ზემოთ ხსენებული ადამიანებისთვის ჩაეკეტათ გზა“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა. წითელაშვილის თქმით, მერაბიშვილმა პირდაპირ გასცა სამხედროების დევნის და მათი ბოლომდე განადგურების ბრძანება, რის დასტურადაც სამხედრო ექსპერტს მერაბიშვილის მიერვე ნათქვამი ფრაზა მოჰყავს: „იქვე ამბობენ და გამორიცხავენ, თვითონვე – “მაგათ ნაღმები არ ექნებათ“. მოგვიანებით ვანო მერაბიშვილი ამბობს: “დავკითხოთ, სად წავიდნენ და ფეხდაფეხ მივყვეთ”. ეს ფრაზა პირდაპირ მოწმობს იმას, რომ ისინი ვინმე გარდაცვლილებს კი არ ეძებდნენ, ქართველ სამხედროებს მისდევდნენ. ფეხდაფეხ მიდევნა, სამხედრო თვალსაზრისით, ნიშნავს იმას, როდესაც გარკვეული ტიპის შეტევაზე გადიხარ და მოწინააღმდეგე მხარეს იგერიებ, და რომ ბოლომდე უნდა გაანადგურო მოწინააღმდეგე. აქ საქმე კონკრეტულ ადამიანებს, კიდევ ვიმეორებ, კრიალაშვილს, ამირიძეს და ოთანაძეს ეხება. ამავე მასალაში ნაირაშვილი ამბობს: “ეს სასტავი, ეჭვი ხომ არავის ეპარება, წავიდა თელავის მიმართულებით”.
1624639_642251785812254_1504624302_nროდესაც მერაბიშვილის მხარემ დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და განლაგდნენ, უკვე სრულად აკონტროლებდნენ მდგომარეობას,  მერაბიშვილი და მისი თანმხლები ადამიანები მათ ბოლომდე, თელავამდეც კი მისდევდნენ, ბოლომდე უნდა ჩაჰყოლოდნენ. არსად არც ერთ ორგანოს არ ჰქონდა მიღებული დავალება მათი დაკავების შესახებ, გინდა თელავი ყოფილიყო და გინდა სხვა ნებისმიერი. თუ თელავში იყვნენ გადასულები და შსს ქვედანაყოფები ვერ გაართმევდნენ თავს, იქ არსებობს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებიც და ისინი ჩაერთვებოდნენ ამ ოპერაციაში, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი მათ განადგურებას ისახავდნენ მიზნად და არა იმას, რომ ისინი დაეკავებინათ და წარმდგარიყვნენ მართლმსაჯულების წინაშე. კონკრეტულ ჯგუფს  მერაბიშვილისგან მათი განადგურების შესახებ დავალება ჰქონდა მიღებული. ის საუბრებიც სწორედ მაგას მოწმობს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პიაროპერაცია, იმ დროისათვის საქართველოში კარგად იყო მომწიფებული ოპოზიციური მუხტი და ამის გადაფარვის მიზნით გააკეთეს ყველაფერი. ეს იყო პოლიტიკური მიზნებით განპირობებული წინასწარ გამიზნული დანაშაულებრივი ქმედება, რათა გაემყარებინათ ის უარყოფითი ქმედებები, რაც ჩაიდინეს სამაჩაბლოს და კოდორის მიმართულებით და   მკაცრად დაექნიათ თითი, როგორც ოპოზიციური ჯგუფისთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის“,- აცხადებს ტრისტან წითელაშვილი.
ტრისტან წითელაშვილი გამორიცხავს, რომ სამხედროებს, მართლაც, სდომებოდათ ამბოხი. მისი თქმით, მათ რომ ამბოხება სდომებოდათ, მუხროვანში საკმარისი ძალა იყო, რათა სურვილის შემთხვევაში იარაღით დაპირისპირებოდნენ ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, მით უფრო, რომ სამხედროების ძალა როგორც შეიარაღებით, ასევე პირადი შემადგენლობით იქ მისული ძალოვანების ძალას მკვეთრად აღემატებოდა.
1422676_642251782478921_398049826_n „თუკი სამხედროებს  გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მათ უნდა დაეკავებინათ თბილისი, სტრატეგიული ობიექტები, რატომ იყო ტექნიკა გაუმართავი? არაფერი არ იყო მომხადებული, საწვავიც კი არ იყო არცერთ საბრძოლო მანქანაში. ამბოხის შემთხვევაში ისინი გათვლიდნენ, რომ თუკი მათ წამგებიანი პოზიცია ექნებოდათ და უკან დაიხევდნენ, ამ შემთხვევაში მუხროვანთან სტარტეგიული სიმაღლეები ექნებოდათ დაკავებული. არ ყოფილა ამბოხი დაგეგმილი. ეს იყო სააკაშვილის მიერ წინასწარ დაგეგმილი პიარაქცია. ეს პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“ დაფუძნებულია სისხლზე, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობაზე“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ Youtube-ზე გუშინ, გვიან ღამით, ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სოდისა და კუდის ყოფილი უფროსები – დათა ახალაია და ირაკლი კოდუა, ასევე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციაზე ჩანან. სამხედროფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.
“მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია”, – მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

ცირა შერგელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები