სტამბოლში კრიმინალური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, საქართველოს 4 მოქალაქეა
თურქეთის, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან ბრძოლის უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომლებმა, 31 იანვარს, კრიმინალური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომელთაგან ერთი რუსეთის, 4 საქართველოს, 3 უკრაინის და 8 აზერბაიჯანის მოქალაქეა.
დაკავებულთა შორის დაჯგუფების ლიდერი აზერბაიჯანელი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ლოტო გულია.
დაკავებულთა ბინების ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის 11 ავტომატი, ასევე სხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.