ჰამლეტ ჭიპაშვილი: დიდი ალბათობით, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია

დიდი ალბათობით, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” განაცხადა.

მისივე თქმით, ეჭვი, რომ ვირუსი რომელიმე ამერიკულ ლაბორატორიაში შეიქმნა და შემდეგ ჩინეთში გავრცელდა ხელწამოსაკრავი არ არის.

“დიდი ალბათობით კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია. ჩვენს დროში ბიოლოგიური იარაღი ისეთივე საშიშია, როგორც მასობრივი განადგურების. მართლაც რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ატომური ბომბით უცებ მოკვდება თუ დროში გაწელილი ავადმყოფობით? არც ის არის შემთხვევითი, რომ ყველა ამერიკის შეერთებული შტატებისკენ იშვერს ხელს, რომელიც ბიოლოგიური იარაღის შექმნის ფლაგმანია. სწორედ მათ მიერ არის გახსნილი განვითარებად ქვეყნებში ისეთი ტიპის ლაბორატორიები, როგორსაც მაგალითად, საქართველოში არსებული ლუგარის ლაბორატორია წარმოადგენს. თუ ლუგარის ლაბორატორია მამა აბრამის ბატკანივით სუფთაა რატომ იყო აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში? ისიც ცნობილია, რომ რამდენიმე ხნის წინ ლაბორატორია გაფართოვდა, მაგრამ სხვა სართულზე, ქართველებს წარმოდგენაც რომ არ აქვთ. ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ უშუალოდ ლუგარის ლაბორატორიაში შეიქმნა ეს ვირუსი, მაგრამ ეჭვი, რომ ეს რომელიმე ამერიკულ ლაბორატორიაში გამოიჩეკა და შემდეგ ჩინეთში გავრცელდა, ხელწამოსაკრავი არ არის. ამ ყველაფრის უკან პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესები დგას, რომლის შედეგებსაც, ალბათ, მალე ყველა დავინახავთ”,- განაცხადა ჰამლეტ ჭიპაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები