“ჩვენი პოზიცია არ იცვლება; ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის ვიყავით მზად” – ირაკლი ჭეიშვილი

“ჩვენი პოზიცია არ იცვლება. ევროკავშირთან დიალოგისთვის ყოველთვის ვიყავით მზად. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ცალმხრივად მეგობრობის რეჟიმში ვრჩებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოს ევროკავშირისთვის კარი არ გამოუკეტავს, პირიქით მოხდა.

“აქედან გამომდინარე, სხვა არაფერი უთქვამს ნიკოლოზ სამხარაძეს. შუამავლობა ითხოვა, რომ დიალოგის პროცესი დაიძრას და განახლდეს. ჩვენ მზად ვართ სასაუბროდ არა მხოლოდ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან, არამედ ნებისმიერ საკითხთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები და არგუმენტები გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ კანონის მიღება და სამომავლოდ, რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს ევროკავშირთან ამ კანონის ფონზე. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ შეგვიძლია, ნებისმიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით დისკუსია და მსჯელობა გავმართოთ. დათმობებზე არ არის საუბარი, საუბარია დისკუსიაზე, დიალოგზე ნებისმიერი კანონის ირგვლივ, გამჭვირვალობის იქნება თუ სხვა. სად წაიკითხეთ, რომ დათმობებზეა საუბარი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე?“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები