თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი: ვუჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ მოქალაქეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ კოჩას განცხადებით, ვუჰანიდან ანკარაში ევაკუირებულ მოქალაქეებს, რომელთა შორის საქართველოს სამი მოქალაქეც არის, კორონავირუსის სიმპტომები არ გამოუვლინდათ.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ტესტის შედეგები გაასაჯაროვა.

ვუჰანიდან ჩვენს მოქალაქეებს დაავადების ნიშნები არ აქვთ, ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან საკარანტინო პერიოდის შემდეგ. 18 პაციენტს უკვე ჩაუტარდა ე.წ. სწრაფი ტესტი, შედეგები კი უარყოფითი აღმოჩნდა. ნიმუშები აღებულია სხვა შემთხვევებშიც და საბოლოო პასუხი სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი. შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის შემცირებაც. ჩვენ არ გვქონია თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევები და მოქალაქეებს პანიკის საფუძველი არ აქვთ”,- განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის შედეგად 304 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში, 14 411 ადამიანი დაავადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები