ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი კორპუსები შენდება

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილი ოჯახისთვის 8 საცხოვრებელი ბინის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბინა სულ 960 ოჯახისთვის შენდება. აქედან 360 ბინის მშენებლობა თებერვალში დასრულდება.

პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შენგელია და ზუგდიდის მერი გიორგი (გეგა) შენგელია გაეცნენ.

რვავე ბინის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონ ლარზე იხარჯება. 2013 წლიდან დღემდე ზუგდიდში ბინა 867 დევნილ ოჯახს გადაეცა. სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში კი, სახლი მიწის ნაკვეთით 602 დევნილ ოჯახს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები