ვლადიმერ იმნაძე გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში უწყების დირექტორ ვლადიმერ იმნაძესა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, თადარიგის გენერლები – გენერალ-ლეიტენანტი დავით თევზაძე, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია, გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე და ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძეც ესწრებოდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ასამაღლებლად თადარიგის გენერლებისა და ოფიცრების ინტელექტუალური რესურსისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობაზე და ამ კუთხით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივაზე; გეგმებსა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომელთა წინაშეც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დგანან. განიხილეს ამ გამოწვევათა დაძლევის გზები.
როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ აღნიშნა, ასეთი შეხვედრები ქვეყნის მოქმედ და თადარიგის გენერლებს შორის პერმანენტულად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები