გოგა გულორდავა: არანაირი ახალგაზრდული მოძრაობები არ არსებობს – არსებობს მიშა და მისი დავალებების უპირობოდ შემსრულებელი ხალხი

წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნების” წარმომადგენელი გოგა გულორდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის შესახებ საუბრობს.

„გაბედეთ, შეცვალეთ მოდელირებული რეალობა და დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი!! ამ მიმართვის ადრესატია „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაცია, რეინკარნირებული „კმარა” და პარტიული აქტივი, რომელიც სხვადასხვა სახელებს ეფარება. უთხარით საზოგადოებას, რომ „ნაცმოძრაობის” და მისი ანასხლეტების წევრები ხართ. რა სახელიც უნდა მოიფიქროთ და როგორც უნდა ეცადოთ საკუთარი თავის შეფუთვას, არაფერი გამოგივათ. ქვეყნიდან უკანმოუხედავად გაქცეული ბელადის მითითებებს ასრულებთ და ამას საზოგადოება ნათლად ხედავს. არანაირი ახალგაზრდული მოძრაობები არ არსებობს – არსებობს მიშა და მისი დავალებების უპირობოდ შემსრულებელი ხალხი”. – წერს გოგა გულორდავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები