„პატრიოტთა ალიანსი“ თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს
აშშ-ის საელჩოსთან პარტია “პატრიოტთა ალიანსი” აქციას მართავს. ისინი ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციების, “NDI”-ისა და “IRI”-ის კვლევის შედეგებს აპროტესტებენ და სამართალდამცველებს მოუწოდებენ ამ ორგანიზაციების საქმიანობა შეისწავლონ.
აქციის მონაწილეებს ფლაერები დაურიგდათ წარწერით: “არა “NDI”-ისა და “IRI”-ის კვლევებს”.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, კვლევების გაყალბება დანაშაულია.
“ჩვენ არ ვართ ლორა თორნტონისა და კრამერის საცდელი ლაბორატორია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და არავის წინაშე ამ ღირსებას არ დავთმობთ. დღეს ჩვენ მივმართავთ ამერიკის საელჩოს, გადასცეთ ამერიკის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მთავარი სათქმელი: დავიღალეთ, შეურაცხყოფილი ვართ ყველა. საქმე უნდა აღიძრას და დაიწყოს გამოძიება კორუფციაზე. ეს კვლევების გაყალბება დანაშაულია”,- განაცხადა ინაშვილმა.