სართიჭალაში ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი გაიხსნა

დღეიდან გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის სართიჭალის პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

ახალი ადმინისტრაციული შენობა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერ რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად გახსნა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით.

ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის, ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს, რომელიც შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები