რომან კაკულია: წარმატებულად შევაფასებდი პრემიერის ვიზიტს დავოსში და ამ შეფასების გაკეთების საფუძველს მაძლევს ის შეხვედრები და შეხვედრების შინაარსი, რომელიც გაიმართა აღნიშნულ ფორმატში

0

“წარმატებულად შევაფასებდი პრემიერის ვიზიტს დავოსში და ამ შეფასების გაკეთების საფუძველს მაძლევს ის შეხვედრები და შეხვედრების შინაარსი, რომელიც გაიმართა აღნიშნულ ფორმატში”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დავოსში შეხვედრების ფორმატში მოხერხდა ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური თემების წამოწევა.

“დაფიქსირდა სერიოზული ევროპული და ამერიკური კომპანიების მიერ ინტერესები, რაც მნიშვნელვანია. გაკეთდა ფინანსური შეფასება ავტორიტეტული კომპანიების მიერ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. საუბარი იყო ენერგეტიკის მიმართულებითაც, რაც მნიშვნელოვანი საკითხია თავისუფალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში. ამავე დროს გამოვყოფდი შავი ზრვის უსაფრთხოების თემას, რომელიც ძალიან კარგად იყო წარმოჩენილი.  ჩვენთვის მნიშველოვანია, რომ შავი ზრვის უსაფრთხოების თემა წარმოჩენილი იყოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და სწორედ ამ კუთხით იყო განხილული შეხვედრაზე.

ზოგადად ევროპის ერთიანი უსაფრთოების სისტემის შექმნის ფორმირებას ძალიან მნიშვნელოვანი პერსპეტივა აქვს და საქართველო თავიდანვე ჩართული იყოს ამ პროცესში”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი