ჯორჯ სოროსი: Facebook-ი ტრამპს არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება

ამერიკელი მილიარდერის, ჯონ სოროსის, განცხადებით, ფეისბუკი დონალდ ტრამპს, 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარება.

„ვფიქრობ, ტრამპი და ფეისბუკი ურთიერთდახმარების ერთგვარ არაფორმალურ ოპერაციაზე შეთანხმებას ცდილობენ. ფეისბუკი იმუშავებს იმაზე, რომ ტრამპი პრეზიდენტად მეორე ვადით იქნას არჩეული, ხოლო ტრამპი სოციალურ ქსელს დაიცავს“, – თქვა სოროსმა.

ამასთან, Bloomberg აღნიშნავს, რომ 89 წლის მილიარდერს საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია.

ფეისბუკში კი, სააგენტოს განუცხადეს, რომ მილიარდერის სიტყვები „სიმართლეს არ შეესაბამება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები