ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

0

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

მათივე ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი