ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ქედაში, სოფელ მახუნცეთთაან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.   შემთხვევის შედეგად ავტომობილის 5 მგზავრი დაშავდა. დაშავებულებს შორის ტურისტებიც არიან. ისინი ქედის სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.
მედიკოსთა თქმით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 3 მათგანი მალევე გაეწერა ბინაზე. 2-ს კი ამ დრომდე,  სხვადასხვა სამედიცინო კვლევები უტარდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები