მეუფე იოანე ჟურნალისტებს: მაინტერესებს, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალების მოთხოვნით

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ განცხადება გააკეთა.

მეუფე იოანეს თქმით, პრეზიდენტი ვალდებულია რეგულაციები დაიცვას.

„მაინტერესებს, თქვენ, ჟურნალისტები, რატომ არ მიმართავთ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების მოთხოვნით? ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის განცხადება მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია, დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებ არავის ციხეში ყოფნას“,- აღნიშნა მეუფემ.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები