გორში მომხდარი ავარიისას დაშავებული კლინიკაში გარდაიცვალა

გვიან ღამით, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 46 წლის ქალი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი ამ დროისთვის, პროზექტურაშია გადასვენებული.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. როგორც “რეგიონულ კვირას” უწყებაში განუცხადეს, ავტომობილის მძღოლი იდენტიფიცირებულია და მუხლის გადაკვალიფიცირება ბრალის წარდგენის შემდეგ მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები