ირაკლი შონია: გარდაბნის თბოელექტრო სადგური არის ყველაზე მასშტაბური პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად

გარდაბნის თბოელექტრო სადგური, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი 230 მეგავატ სიმძლავრის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, მისი მუშაობა არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და გარემოს დაცვის მნიშვნელოვან ეფექტსაც უზრუნველყოფს.

„დღეს როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა თვალყურს ადევნებს ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს, რომელსაც ჩვენს საკეთილდღეოდ ახორციელებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, არსებობს კატეგორია ადამიანების რომელიც იმაზე მკითხაობს გადადგება თუ არა პრემიერობიდან გიორგი გახარია, ცნობისმოყვარენი თუ შეგნებული “მისნები” გულისფანცქალით იქექებიან რომელიმე საინფორმაციო სააგენტოს მიერ იქნებ გახმოვანდეს პოლიტიკურ კულუარებში რა ხდება? ამ დროს არსებობენ ყოველგვარ ღირსება დაკარგულები, რომლებიც შეგნებულად ავრცელებენ დეზინფორმაციებს ცხადია ასეთ ხალხს თავისი ბოროტული მიზანი ამოძრავებთ!!! დღესაც მედია წარმომადგენლები (იმის მაგივრად რომ რაიმე პროფესიული, ქვეყნისთვის სასარგებლო კითხვა დასვან) სენსაციის ძიებაში პრემიერს ეკითხებიან თანამდებობაზე რჩება თუ მიდის? პრემიერი ცხადია კითხვას არ გაურბის და პასუხობს – ნუ ჩქარობთ დაველოდოთ ფინალს!….მრავლისმთქმელი პასუხია და მრავლისმეტყველი არა? როგორც სჩვევია ბ-ნ გიორგის ოდნავ სარკაზმით ნასროლი ფრაზები, რათა ზოგიერთი ჟურნალისტი მეტად დაიტანჯოს ფიქრით, ნეტავ რა იგულისხმა პრემიერმა?!!
ახლა “ენდიაის” კვლევაზე ეკითხებიან პრემიერს, რასაც კვლავ გიორგისეული ისევ მრავლისმთქმელი პასუხი მოსდევს – დაველოდოთ არჩევნებს, რადგან საბოლოო განაჩენს, მაინც ამომრჩეველი გამოიტანს! ოხ, ამოიოხრებს “მკვლევარი” და “მაძებარი” ჟურნალისტი გაძლება არ გინდა არჩევნებამდე?!!
ამ არაფრისმთქმელ კითხვების ფონზე პრემიერი სერიოზულ პოლიტიკურ განაცხადს აკეთებს, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ – ჩვენთვის უპირველესია და მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის მდგომარეობა და რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს!!!
დღეს ასევე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა, როდესაც საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ, გარდაბანში გახსნა სრულიად ახალი, უახლესი სტანდარტებით აშენებული თბოელექტრო სადგური, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი 230 მგვტ სიმძლავრის, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების განსამტკიცებლად! მისი მუშაობა არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე და გარემოს დაცვის მნიშვნელოვან ეფექტსაც უზრუნველყოფს! ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რასაც პირადად ვულოცავ გიორგი გახარიას და იმ ადამიანებს ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროექტის განხორცილებაში!
“ვარსკვლავმრიცხველები” კი იმაზე მკითხაობენ, ნეტა რა იგულისხმა პრემიერმა ფინალს დაველოდოთო….დაელოდეთ!“, – წერს შონია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები