ძველით ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენებისას 9 ადამიანი დაშავდა
წუხელ, პიროტექნიკის გამოყენებისას 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 5 თბილისში.
არსებული ინფორმაციით, პაციენტებს მსუბუქი დაზიანება აღენიშნებათ და არცერთს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.
გვიან ღამით დამწვრობის ცენტრში 4 პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვი. ყველა მათგანს ხელის მტევნის დაზიანება აღენიშნებოდა. 4 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.
“გუშინ შემოვიდა 4 პაციენტი, აქედან 2 ბავშვი იყო, 2 მოზრდილი პაციენტი. ოთხივე მათგანს ჰქონდა მარჯვენა მტევანი დაზიანებული. საბედნიეროდ, რთული მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა,”- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.