ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად დაუშვეს
ჩრდილოეთ ირლანდიაში, დღეიდან ერთსქესიანთა ქორწინება ოფიციალურად ნებადართულია.
BBC-ის ინფორმაციით, პირველი საქორწინო ცერემონია თებერვალში გაიმართება, რადგან წყვილებმა ოჯახის შექმნის შესახებ განაცხადი, ქორწინებამდე 28 დღით ადრე უნდა გააკეთონ. მოსალოდნელია, რომ პირველი ქორწილი, ვალენტინობის დღესასწაულზე, 14 თებერვალს შედგება.
ჩრდილოეთ ირლანდიაში აბორტების დეკრიმინალიზიისა და ერთნაირსქესიათა ქორწინებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ცვლილება, 2019 წლის 22 ოქტომბერს შევიდა.
ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას ჩრდილოეთ ირლანდიაში 2015 წლიდან აქტიურად ითხოვდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა.
ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2014 წლიდან არის ლეგალური ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში.