აფხაზეთის საკასაციო სასამართლომ “საპრეზიდენტო არჩევნების” მეორე ტურის შედეგები უკანონოდ ცნო 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ უკანონოდ ცნო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც სექტემბერში გაიმართა და შესაბამისად, გააუქმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

2019 წლის 8 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გამარჯვება რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა, რომელმაც ხმათა 47.39 % დააგროვა, ოპოზიციის კანდიდატმა პარტია „ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ 46.17 % დააგროვა.

კვიწინიამ 11 სექტემბერს „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა. 20 სექტემბერს სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კანონიერად ცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები