აბას არაღჩი: ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან

ვაშინგტონი და თეირანი ახლოს არიან ურთიერთგაგების თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შეთანხმების დასრულების შემდეგ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი არასოდეს ყოფილა დასრულებასთან ასე ახლოს. მედიამ თავი უნდა შეიკავოს მის შინაარსთან დაკავშირებით სპეკულაციებისგან. ჩვენი პასუხისმგებლობიანი და გამჭვირვალე მიდგომის შესაბამისად, ყველა დეტალი საზოგადოებას დროულად მიეწოდება“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები