რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რუსებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
„ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ რუს ხალხს რუსეთის დღეს“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
მანვე დასძინა, რომ ვაშინგტონი კვლავ ერთგული რჩება უკრაინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის იდეის მიმართ.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გრძელვადიანი მშვიდობა გზას გაუხსნის უფრო აყვავებულ მომავალს რუსი ხალხისთვის და უფრო კონსტრუქციულ ურთიერთობებს ჩვენს ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა რუბიომ.