ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის ფრენბურთში, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, პედაგოგებს შორის, დავით ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფრენბურთში. ამის შესახებ ინფორმაციას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტურნირში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა. დაძაბული ბრძოლის შედეგად, პირველი ადგილი ღორჯომის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილზე ტუნაძეების გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი დიოკნისის გუნდს ერგო.

„გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.

ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინურ პაქსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები