თამილა ლაფანაშვილი: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს
უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა ხელისუფლებას, საზოგადოებას და ყველა ადამიანს, ვინც მათ ოჯახს მხარს უჭერდა მადლობა გადაუხადა.
“ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. სახელებს ვერ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ყველას დიდი მადლობა აქ დამსწრეებს, ვინც დაგხვდნენ, ვინც გაგვაგებინა, ვინც უბრალოდ გვგულშემატკივრობდა ჩვენ. ძალიან საამაყოა რომ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში. მინდა ძალიან მადლობა გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს, სახელისუფლებო ყველა რგოლს, ვინც ჩართული იყო”,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.