გერმანიაში 36 წლის გორელი კაცი საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს
გერმანიაში 36 წლის გორელი მამაკაცი – ზურაბ დოლიძე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობარმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ამ დრომდე უცნობია გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.
“ზურა ძალიან მაგარი ადამიანი იყო. ის მიდიოდა ხოლმე ევროპაში რამდენიმე თვით და ჩამოდიოდა ისევ. ყველანი თავზარდაცემულები ვართ ამ ამბით. ერთი რაც ვიცი, ზურა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდა და რა ვითარებაში დაიღუპა, ჩვენთვის გაურკველია ამ დრომდე”, – ამბობს დაღუპულის მეგობარი.