“თბილისი ენერჯისა“ და სხვა გაზგამანაწილებელი კომპანიებისათვის გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 25 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ რამდენიმე კომპანიას ტარიფები დაუდგინა. ტარიფები არც ერთი კომპანიის შემთხვევაში არ გაზრდილა. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სემეკმა ბუნებრივი გაზის სექტორში გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფები პირველად დაადგინა და აღნიშნული ტარიფების გადათვლა მომდევნო სამი წლის განმავლობაში არ იგეგმება.

შპს „თბილისი ენერჯის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან უცვლელია და შეადგენს 46.137 თეთრი/მ3-ს. აღნიშნული ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 46.139 თეთრი/მ3).

შპს „თბილისის ენერჯისთვის“ დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 26.810 თეთრი/მ3-ის ოდენობით, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 10.395 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი განისაზღვრა 1.895 თეთრი/მ3-ით.

შპს „ვარკეთილაირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 48.678 თეთრი/მ3.. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 48.690 თეთრი/მ3).
ამ კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრულმა ტარიფმა შეადგინა 28.355 თეთრი/მ3, განაწილების საქმიანობის ტარიფმა -11.002 თეთრი/მ3, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3 ით განისაზღვრა.
სს „ენერგოკავშირის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფმა შეადგინა 49.444 თეთრი/მ3. (ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით). (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 49.526 თეთრი/მ3).
კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 28.761 თეთრი/მ3-ის ოდენობით; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 11.245 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი – 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

სს „საჩხერეგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 51.415 თეთრი/მ3. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 51.447 თეთრი/მ3).
რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 27.994 თეთრი/მ3-ის ოდენობით; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 13.683 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი – 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

შპს „ტაბას“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვრა 57.584 თეთრი/მ3-ით. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 57.585 თეთრი/მ3).
კომპანიისთვის დადგინდა რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 31.250 თეთრი/მ3-ის ოდენობით; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 15.655 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი – 1.895 თეთრი/მ3თეთრის ოდენობით.

შპს „არზუგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფია 55.362 თეთრი/მ3. ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფია 55.372 თეთრი/მ3).

ამ კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 31.319 თეთრი/მ3-ის ოდენობით; განაწილების საქმიანობის ტარიფი – 13.703 თეთრი/მ3-ის ოდენობით, ტრანსპორტირების ტარიფი – 1.895 თეთრი/მ3-ის ოდენობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები