კოკა ყანდიაშვილი: შესაძლოა, “ნაცებმა” “ფეისბუქის” ადმინისტრაციაში ნაცნობიც გამონახეს და მიაღწიეს, რომ მათი მამხილებელი გვერდები დაებლოკათ

ჟურნალისტი და მედიამენეჯერი, საინფორმაციო სააგენტო “ეს პერსონა”-ს დამფუძნებელი კოკა ყანდიაშვილი “ფეისბუქის” ადმინისტრაციის მიერ ქართული გვერდების წაშლას გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ეხმაურება.

“ფეისბუქმა” განაცხადა, რომ გვერდები პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციური პოსტების გავრცელებაში იყვნენ შემჩნეული.

კოკა ყანდიაშვილის თქმით, საქართველოს მთავარი ბოტი და ტროლი მიხეილ სააკაშვილია.

“ეჭვი მაქვს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა 20-კაციანმა ჯგუფმა, რომელიც “მრავალათასიან” აქციებს ატარებს, “ფეისბუქის” ადმინისტრაციას ტვინი წაუღო გვებრძვიან, ვიდევნებით და გვიშველეთო. შესაძლოა, “ფეისბუქის” ადმინისტრაციაში ნაცნობიც გამონახეს და მიაღწიეს, რომ “ნაცების” მამხილებელი გვერდები დაებლოკათ. დარწმუნებული ვარ, ამ გვერდების დაბლოკვის შემდეგ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ბევრად უფრო აქტიურები გახდებიან და “ნაციონალური მოძრაობის” მხილების გაორმაგებული მონდომებით გააგრძელებენ.

ნაცებმა რაც არ უნდა იჯახირონ და და “ფეისბუქს” რამდენი გვერდიც არ უნდა დააბლოკინონ, ვერაფრით დაახშობენ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის ხმას, რომელიც ამბობს, რომ სააკაშვილსა და მის ნაძირალებს ხელისუფლებაში არასოდეს დააბრუნებენ. საერთოდ, ძალიან სასაცილოა, როცა “ნაციონალური მოძრაობა” მის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაზე ჩივის, რადგან ქვეყანაში სიძულვილის მთავარი გამავრცელებლები სწორედ სააკაშვილის პარტია, მისი ტელევიზიები და სპიკერები არიან. “ნაციონალური მოძრაობა” თავიდან ბოლომდე სიძულვილსა და ბოროტებაზეა დაფუძნებული.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გვარამიას ტელევიზიას კი არ ფლობს, არამედ თვითონ ნაციონალური მოძრაობა არის ტელევიზია. დიახ, პარტიისგან, რომელიც ერთ დროს ხელისუფლება იყო, მერე კი მთავარ ოპოზიციურ ძალად ითვლებოდა, დღეს მხოლოდ ტელევიზიაღა დარჩა. აბა ნახეთ: გარეთ გახვალ და სიმშვიდეა, ქვეყანა ჩვეულებრივად ცხოვრობს და აპოკალიფსური არაფერი ხდება, მაგრამ, როგორც კი ტელევიზორს ჩართავ, მართლა მოგინდება, რომ ფანჯრიდან გადახტე და თავი მოიკლა. აი სწორედ ეს არის ნაციონალური მოძრაობა, მეტი არაფერი…

გვარამიას ტელეარხი ეს არის სააკაშვილის კაბინეტი, სადაც საქართველოს მტრები სხედან და მთელ ერს ტყუილებით ზაფრავენ, როცა ტროლებსა და ბოტებზეა საუბარი, უნდა ვიცოდეთ რომ საქართველოს მთავარი ბოტი და ტროლი მიხეილ სააკაშვილია.

“ნაცებს” ერთ რამეს ვეტყვი, 2020 წელს არჩევნებს წააგებთ, როგორც ორჯერ ორი ოთხია. წააგებთ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი ბოროტებას არასოდეს აირჩევს. წააგებთ იმიტომ, რომ არჩევნებზე ტროლები და ბოტები კი არა რეალური ადამიანები დადიან და განაჩენს გამოგიტანენ იმ სისაძაგლეებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად სჩადიხართ”,- განაცხადა ყანდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები