Reuters: ჩინეთმა უკრაინის ომისთვის რუსი სამხედროები საიდუმლოდ გაწვრთნა
Reuters-ის გამოძიების მიხედვით, ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2025 წლის ბოლოს საიდუმლოდ გაწვრთნეს დაახლოებით 200 რუსი სამხედრო, რომლებიც მოგვიანებით უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთნენ.
დაზვერვის ევროპული წყაროებისა და დოკუმენტების თანახმად, სწავლება მიმდინარეობდა ჩინეთის სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე და მოიცავდა თანამედროვე საბრძოლო მიმართულებებს, მათ შორის დრონების გამოყენებას, ელექტრონულ ომსა და ქვეითთა ტაქტიკას.
მედიის თანახმად, პროგრამა დაკავშირებული იყო 2025 წლის ივლისში გაფორმებულ რუსულ-ჩინურ სამხედრო შეთანხმებასთან, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებდა. ნაწილი მომზადებული სამხედროებისა შემდეგ უკრაინის ომში საბრძოლველად დაბრუნდა.
პეკინი ოფიციალურად კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს და უარყოფს სამხედრო დახმარების შესახებ ბრალდებებს.
დასავლეთის ქვეყნების შეფასებით, ეს ინფორმაცია მოსკოვსა და პეკინს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიუთითებს, რაც უკრაინის ომის ფონზე დამატებით გეოპოლიტიკურ დაძაბულობას ქმნის.
Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ინფორმაცია ეფუძნება დაზვერვის წყაროებს და დოკუმენტებს, რომლებიც სააგენტომ მოიპოვა.