ჭიათურის სოფელ ქვაციხეში ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ახალი ბაღი 50 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. ბაღი სამი სოფლის – ქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება.
სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 419 320 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები