საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 4 ნოემბერს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის ტყვეობიდან გათავისუფლება საგარეო საქმეთა სამინისტროს და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა.

შემთხვევა 4 ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრის დაშორებით მოხდა. საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ “Elka Aristotle”-ს

შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, რა დროს ეკიპაჟის 24 წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე.

ოთარ ვარდიძე ამჟამად ნიგერიაში, ქალაქ პორტ ჰარკურტის აეროპორტში იმყოფება და მიემგზავრება ქალაქ აბუჯაში, საიდანაც მოხდება მისი საქართველოში გამომგზავრება.

საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers.

პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და საკითხის მოგვარებაში დახმარება სთხოვა.

საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები