„მოთხოვნა მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, დაასრულოს კოჰაბიტაცია“ – ოპოზიციის ოპონენტი ორგანიზაციის წევრი

ჩვენ მიერ რუსთაველზე კარვების დადგმა არავითარ შემთხვევაში არ არის კონტრაქცია, – ამის შესახებ ორგანიზაცია „შევინარჩუნოთ სიცოცხლის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლიკა გამრეკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ორგანიზაცია რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მისი წევრები ოპოზიციის ოპონენტები არიან. მათ ამ დროისთვის რუსთაველზე 3 კარავი აქვთ გაშლილი.
„ჩვენ პირველად არ გამოვდივართ გარეთ. პირადად მე 2007 წლიდან ვდგავარ გარეთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, როგორც კი იძაბება სიტუაცია, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ხოლმე 2012 წლის შემდეგ რევანშისტულ დაბრუნებას ვიყოთ გარეთ.
ჩვენს მიერ იქ კარვების დადგმა არავითარ შემთხვევაში არ არის კონტრაქცია და ასე აღქმული ვერ იქნება. მე არაერთხელ დავგმე ძალადობა ჩემს კარვის მეზობლებთან, არ მინდა სხვა სიტყვით მოვიხსენიო, ისინი ჩემი მტრები არ არიან, არ მაქვს პრობლემა, მე პრობლემა მაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ვთვლი, რომ ეს სექტა არ იმსახურებს და არ აქვს მორალური უფლება იყოს დღეს პოლიტიკაში“, – განაცხადა გამრეკელმა.
როგორც ლიკა გამრეკელმა აღნიშნა, მათი ერთერთი მოთხოვნაა, დასრულდეს კოჰაბიტაცია.

„ძალიან ცუდია, როცა ქვეყნაში დემოკრატიობანას თამაშობენ. დემოკრატია ქვეყანაში იქნებოდა მაშინ, თუ „ნაცმოძრაობა „გაქრებოდა, აიღებდა თავის პასუხისმგებლობას, წავიდოდა პოლიტიკიდან და ამ ყველაფერს, თუნდაც მოსამართლეების თემას, გააპროტესტებდა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც აქვს რეალური პროტესტი, მაგრამ ჩვენ არ გამოვალთ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, რადგან, ზუსტად ისინი არიან სულის ჩამდგმელები ამ მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების, რომლებიც აყალბებდნენ საქმეებს, წერდნენ განაჩენებს.
ჩვენი მიზანია, რომ „ნაცმოძრაობას“ და მათ ანასხლეტებს, თუნდაც იმ ბავშვებს, რომლებსაც არ ახსოვთ ის 9 წელი, იმიტომ რომ ჩემზე პატარები არიან იქ, გავახსენოთ და ვუთხართ, რომ ამ ქვეყანაში მათ გარდაც არის საზოგადეობა, რომლებსაც გააჩნიათ განსხვავებული აზრი.
მე მოთხოვნა მაქვს ამ ხელისუფლების მიმართ, რომ დაასრულოს კოჰაბიტაცია. ზუსტად კოჰაბიტაციის შედეგია ის, რომ თითის ქნევით გველაპარაკება დღეს ბოკერია, მოდის და პირდაპირ დირექტივებს აძლევს იქ ხალხს”, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები